იანვარი 21, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონზე საბუთების მიღება დასრულდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საბუთები მხოლოდ ერთმა კომპანიამ ”სტერეო+”-მა შემოიტანა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 12 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები