აგვისტო 06, 2010

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის  06  აგვისტოს გამართულ სხდომაზე აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროცნულმა კომისიამ 2010 წლის 18 ივნისს N277/8 გადაწყვეტილებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, 10687 მჰც ± 10 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, რადიოსარელეო კავშირისათვის აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 6 აგვისტო 13:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად, 2010 წლის 12 ივლისი 17:00  საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად  განაცხადი კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.

აუქციონში მონაწილეთა არ არსებობის გამო, 2010 წლის 06 აგვისტოს გამართულ სხდომაზე  აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები