ივლისი 24, 2009

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ორი აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ჭიათურაში, ქ. ზესტაფონში, ქ. ქუთაისში და საჩხერის რაიონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონი 2009 წლის 11 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიიღება 2009 წლის 17 აგვისტოს, 17:00 საათამდე იწარმოებს.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა  31 122 ლარი შეადგინა. აუქციონის ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებადაც გამოაცხადა აუქციონი. ამ შემთხვევაშიც საბუთების მიღება 2009 წლის 17 აგვისტოს, 17:00 საათამდე იწარმოებს, ხოლო აუქციონი 2009 წლის 11 სექტემბრის, 14:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა  5 932  ლარს შეადგენს.

 

ორივე გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები