ნოემბერი 08, 2006

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-18 მუხლის  შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი  2.2 ¸ 2.4 გჰც სიხშირულ დიაპაზონში და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი  98 მჰც სიგანის ზოლზე. 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - 1,098,900.00  (ერთი მილიონ ოთხმოცდათვრამეტი ათას ცხრაასი) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”  და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა გამოცხადდეს აუქციონი  2284   ¸   2382  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);

აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 22 დეკემბრის 12:00 საათი;

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1,098,900.00  (ერთი მილიონ ოთხმოცდათვრამეტი ათას ცხრაასი) ლარით;

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათამდე;

აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 54,945.00 (ორმოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ორმოცდახუთი) ლარი;

სალიცენზიო პირობა: ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები