ნოემბერი 14, 2006

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-18 მუხლის  შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი  2.5 ¸ 2.7 გჰც სიხშირულ დიაპაზონში და შესაძლებელია  გამოცხადდეს აუქციონები  ქ ბათუმში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 მჰც სიგანის ზოლზე. 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - აჭარის ავტონომიური ესპუბლიკის ტერიტორიაზე - 87,912.00 (ოთხმოცდაშვიდი ათას ცხრაას თორმეტი) ლარი, ხოლო ქ.ბათუმში - 48,840.00 (ორმოცდარვა ათას რვაას ორმოცი) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”  და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა;

1.გამოცხადდეს აუქციონი 2500  ¸   2596  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ.ბათუმში;

2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიისათვის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 48,840.00 (ორმოცდარვა ათას რვაას ორმოცი) ლარით;

3. გამოცხადდეს აუქციონი 2604  ¸   2700  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

5. ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიისთვის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 87,912.00 (ოთხმოცდაშვიდი ათას ცხრაას თორმეტი) ლარით;

6. აუქციონების  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 29 დეკემბრის 12:00 საათი;  

7. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 14 დეკემბრის 17:00 საათამდე;

8. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე.

 გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები