წვდომის მენიუ

სექტემბერი 15, 2017 10:31

რატი სხირტლაძე საქმიანობას ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირში (ITU) გააგრძელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ბაზრის კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი რატი სხირტლაძე საქმიანობას ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელის რანგში გააგრძელებს.

13 სექტემბერს კომისიაში გაიმართა შეხვედრა რატი სხირტლაძესთან. კომისიის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა რატი სხირტლაძეს ახალი სამსახური მიულოცეს, ერთად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და წარმატება უსურვეს მას.                                                            

რატი სხირტლაძეს გადაეცა კომისიის სამადლობელო სიგელი ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) სპეციალიზებული ქვეორგანიზაციაა.

ICT მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის განყოფილება მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის კავშირგაბმულობის სამინისტროსა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ წარდგენილ ისეთ ICT მონაცემებისა და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას ახორციელებს, როგორიცაა: ფიქსირებული და მობილური სატელეფონო სერვისი, ინტერნეტისა და ფართოზოლოვანი სერვისი, ტარიფი, დარგის შემოსავალი, ინვესტიცია, ფასი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ რატი სხიტლაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირში (ITU) შეუდგება საქმიანობას.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები