აპრილი 18, 2012

რიგით მეოთხე „ღია კარის დღე“ კომისიაში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მორიგი „ღია კარის დღე“ გაიმართა.

წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგო შავგულიძემ და მთავრამა სპეციალისტმა ნოდარ ასპანიძემ სემინარი ჩაატარეს. რიგით მეოთხე „ღია კარის დღის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა შემდეგი საკითხების მოისმინეს: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, ასევე ზოგადად რა არის რადიოსიხშირული სპექტრი, რა სახის სიხშერეები არსებობს და რა სხვადასხვა სიხშირული ზოლების გამოყენება ხდება სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „ღია კარის დღეები“ კომისიაში იმართება ყოველთვიურად. შეხვედრები ტარდება იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებენ ტელე–საკომუნიკაციო სფეროს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კომისიაში მოსმენილი ლექციები დაეხმარება მათ მომავალში პროფესიული საქმიანობის უკეთ შესრულებაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები