მაისი 19, 2015 18:54

RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრა თბილისი გაიხსნა

დღეს, 19 მაისს RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრა თემაზე - „ვირტუალური უსაფრთხოება და ოპერაციული სისტემები“ გაიხსნა. ერთკვირიანი შეკრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ და RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის მმართველმა დირექტორმა აქსელ პოუვიკიმ გახსნეს.

RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 2015 წლის 19-25 მაისს იმართება. ღონისძიებას, RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობს.

შეხვედრაზე დასასწრებად საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სომხეთის აზრებაიჯანის და რუსეთის ფედერაციის მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერების ტექნიკური პერსონალი და ამავე დარგის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ეწვივნენ.

ორგანიზაცია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და შუა აზიის ნაწილის 11 ათასზე მეტ წევრს აერთინებს.  არაკომერციული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ინტერნეტის განვითარების პილიტიკის განსაზღვრას და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ორგანიზაცია ჩართულია ინტერნეტის ადმინისტრირების განხილვებში და დღის წესრიგის განსაზღვრაში. RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრი ინტერნეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროცესშიც მონაწილეობს.

RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრა ჟურნალისტებისთვის უფასოა და ღიაა, დასწრების მსურველებისთვის საკონტაქტო ელექტრონული მისამართია: pr@gncc.ge .  

დეტალური ინფორმაცია RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრის თემაზე - „ვირტუალური უსაფრთხოება და ოპერაციული სისტემები“ შესახებ, შეგიძლიათ ასევე, იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.ripe.net/participate/meetings/regional-meetings/ripe-ncc-regional-meeting-tbilisi/about-the-meeting

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები