მაისი 15, 2015 16:56

RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრა - თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2015 წლის 19-25 მაისს RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრას მასპინძლობს.

ორგანიზაცია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და შუა აზიის ნაწილის 11 ათასზე მეტ წევრს აერთინებს.  არაკომერციული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ინტერნეტის განვითარების პილიტიკის განსაზღვრას და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ორგანიზაცია ჩართულია ინტერნეტის ადმინისტრირების განხილვებში და დღის წესრიგის განსაზღვრაში. RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრი ინტერნეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროცესშიც მონაწილეობს.

2015 წლის 19 მაისს 09:30 საათზე RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრას თემაზე - „ვირტუალური უსაფრთხოება და ოპერაციული სისტემები“, თბილისში, სასტუმრო სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის მმართველი დირექტორი აქსელ პოუვიკი გახსნიან.

RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრა ჟურნალისტებისთვის უფასოა და ღიაა, დასწრების მსურველები რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადნენ 19 მაისს 09:00 საათზე.

დეტალური ინფორმაცია RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრის თემაზე - „ვირტუალური უსაფრთხოება და ოპერაციული სისტემები“ შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.ripe.net/participate/meetings/regional-meetings/ripe-ncc-regional-meeting-tbilisi/about-the-meeting

საკონტაქტო პირი: ხატია ყურაშვილი (577190550)

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები