მარტი 18, 2014

„რუსთავი 2“-ის გასართობ არხს ლიცენზიის მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიას (კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა) მოქმდების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე გაუგრძელა.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 30-ე პუნქტის შესაბამისად, იმ მაუწყებელს, რომლის საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურება, კომისია თავისი გადაწყვეტილებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2015 წლის 17 ივნისამდე უგრძელებს მოქმედების ვადას, საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური,  7,235.81 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს ერთი წლის განმავლობაში კომისიის მიერ წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები