აგვისტო 06, 2012

”რუსთავი 2”-ის კერძო (სპეციალიზებული) მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კერძო (სპეციალიზებული) მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

საკითხის ზეპირი მოსმენა  2012 წლის 3 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები