ივნისი 05, 2014 19:04

რუსთავში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ნიუკომის“ განცხადების საფუძველზე ქ. რუსთავში (FM 100.6) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.

საკონკურსო პირობების თანახმად გამარჯვებული კომპანია კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდება. სალიცენზიო პირობად დღე-ღამის განმავლობაში მინიმალური 12 საათიანი მაუწყებლობაა განსაზღვრული და ასევე, მინიმალური პროგრამული მოთხოვნაა - საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობა.

რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის მიღება 2014 წლის 7 ივლისის 17:00 საათამდე იწარმოებს. მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული საკონკურსო დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2014 წლის 10 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 7 აგვისტოს 13:00 საათზეა ჩანიშნული, საკონკურსო სხდომა, რომელზეც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2014 წლის 11 აგვისტოს 13:00 საათზე ჩატარდება.

კონკურსი საჯარო ადმინისტარციული წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება დაესწროს კომისიაში ჩანიშნულ სხდომებს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები