მარტი 05, 2010

რუსული ტელეკომპანია 50 ათასი ლარით დაჯარიმდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული ტელეკომპანია ”TV7” 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველგვარი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობდა.

კომისიამ კომპანიის წინააღმდეგ საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 1441 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული  სანქცია ფულადი ჯარიმა, 50 ათასი ლარის ოდენობით გამოიყენა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები