აგვისტო 27, 2009

რუსული ტელეკომპანიები 50 000 ლარით დაჯარიმდნენ

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული ტელეკომპანიები 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანიები ”РЕН ТВ”, ”НТВ”, ”ТВ-Центр”, ”Россия” და ”Култура” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვოდ მაუწყებლობდნენ.

საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 1441 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ულიცენზიოდ საქმიანობა 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო დანაშაულის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში ჯარიმა უკვე  500 ათას ლარს შეადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები