სექტემბერი 09, 2011

სააბონენტო ნომრები 900 900 900 და 900 444 444 აუციონის წესით გაიყიდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. შპს „გაერთიანებულმა მობილურმა სპეც კავშირმა“ დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია მოიპოვა. სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა სააბონენტო ნომრების 900 900 900 და 900 444 444  ლიცენზიის მისაღებად 105 ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დამტებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 29 ივლისის სხდომაზე გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები