თებერვალი 16, 2012

სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვიდან ერთი წელი გავიდა

მობილურ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთი წლის განმავლობაში სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით  მობილური ქსელის 112 ათასზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა. აქედან თითქმის 101 ათასზე მეტი აბონენტი უკვე სხვა ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ჯეოსელი“ ლიდერობს და 2012 წლის 16 თებერვლის მონაცემებით „ჯეოსელიდან“ სხვა მობილურ ქსელში 40 ათასამდე აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“ კონკურენტი კომპანიებიდან 45 ათასზე მეტი  აბონენტი გადაპორტირდა.

მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ბილაინი“, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში თითქმის 20 ათასი აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 23 ათასზე მეტი  აბონენტი შეიძინა.

 შემდეგია, კომპანია „მაგთიკომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 23 ათასამდე აბონენტი გადავიდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 48 ათასზე მეტი  აბონენტი წავიდა.

პირველად გამოჩნდა პორტირებული აბონენტებით კომპანია „სილქნეტი“, რომლის მობილურ ქსელში კონკურენტი კომპანიებიდან 7 აბონენტი გადავიდა, ესენია: „ჯეოსელიდან“ – 3 აბონენტი, „მაგთიკომიდან“ – 3 აბონენტი და „ბილაინიდან“ – 1 აბონენტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები