სექტემბერი 03, 2010

სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი ”მედიაპრო ჯორჯია” გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 3 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა.

 კონკურსში მონაწილეობა სამმა კომპანიამ  შპს ”კეთ ენდ კეთ მედიამ”, შპს ”მედიაპრო ჯორჯიამ” და სს ”განთექ თექნოლოჯი ბილიშიმ ჩოზულმერიმ” მიიღო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შექმნილმა 11 კაციანმა საკონკურსო საბჭომ გამარჯვებულად შპს ”მედიაპრო ჯორჯია” დაასახელა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები