მაისი 23, 2008

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ. ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ. ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

ქალაქ თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების სურვილი ექვსმა კომპანიამ გამოთქვა: შპს ”საქტელკომ პსული”, შპს ”ვიტელ ჯორჯია”, შპს ”სერვისლაინი”, შპს ”ახალი ქსელები”, შპს ”ჰაიკომი” და შპს ”იუ-თი-ჯი”. ნუმერაციის რესურსით (49-3X-XX და 49-3X-XX) სარგებლობის საწყისი საფასური 4 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 ქალაქ რუსთავში ნუმერაციის რესურსით (13-0X-XX და 13-1X-XX) სარგებლობის ლიცენზიის მიღების სურვილი ორმა კომპანიამ, შპს ”ვიტელ ჯორჯია”-მ და შპს ”იუ-ჯი-თი”-მ გამოთქვა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის  საწყისი ოდენობა 4 000 ლარით განისაზღვრა. 

ქალაქ ფოთში ლიცენზიის მიღების სურვილი ასევე, ორმა კომპანიამ შპს ”ვიტელ ჯორჯია”-მ და სს ”საქართველოს გაერთიენებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-მ გამოთქვა. ნუმერაციის რესურსით (47-XXX) სარგებლობის საწყისი საფასური 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 20 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები