აგვისტო 02, 2007

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ზუგდიდის რაიონში 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ივერია ქსელმა” (13.07.2007 №6/842-07)  ზუგდიდის რაიონში 10000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონში არსებობს სააბონენტო ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

აუქციონის ბიჯი შეადგენს  750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარს;

აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 7 სექტემბრის 14:00  საათი;

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2007 წლის 17 აგვისტოს 17:00 საათამდე;

 გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები