მარტი 20, 2014

,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“კომისიის დადგენილებაში ცვლილებები შედის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“  2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

წინასაარცევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რათა კომისიის დადგენილება ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისობაში მოვიდეს ზემოთხსენებულ კანონებში განხორციელებულ ცვლილებებთან.

კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 22 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება. ცვლილებების პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) . სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები