სექტემბერი 08, 2009

საბუთების მიღება დასრულდა

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. თბილისში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”-მ გამოთქვა.

აუქციონზე გამოტანილი იქნება 496XXX და 497XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერი. რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი რესურსის ღირებულების საწყისი ოდენობის 5% იქნება.

აუქციონი 2009 წლის 25 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები