თებერვალი 17, 2009

საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” გამოთქვა.

აუქციონზე გამოტანილი იქნება 60 XXX და 61 XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერი. რესურსის საწყისი ღირებულება 4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი რესურსის ღირებულების საწყისი ოდენობის 5% იქნება.

აუქციონი 2009 წლის 6 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები