აგვისტო 17, 2009

საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ჭიათურაში, ქ. ზესტაფონში, ქ. ქუთაისში და საჩხერის რაიონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი მხოლოდ ერთმა ფიზიკურმა პირმა, ილო ლაბაძემ გამოთქვა.

აუქციონი 2009 წლის 11 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა  31 122 ლარით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები