ოქტომბერი 26, 2009

საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ”გლობალ ერთი”-ს განაცხადის საუძველზე 2009 წლის 2 ოქტომბერს ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 6 ნოემბრის, 13:00 საათზე გაიმართება და მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია, ”გლობა ერთი” მიიღებს.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისმა ოდენობამ  5 932 ლარი შეადგინა. აუქციონის ერთი ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები