თებერვალი 22, 2010

საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ”მეგაTV”-ის განაცხადის საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. კომპანიას რადიოსარელეო სიხშირე საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზებისთვის სჭირდება.

აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია 2010 წლის 22 თებერვლის, 17:00 საათამდე მიმდინარობდა და საბუთები მხოლოდ ერთა კომპანიამ, ”მეგაTV”-იმ შემოიტანა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 12 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებნლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 2 472 ლარით განისაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები