ივნისი 09, 2008

საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით გამოცხადა.

აუქციონში მონაწილეობის სურვილი ერთმა კომპანიამ შ.პ.ს. ’”GSI ტექნოლოგიებმა” გამოთქვა. ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა  1 000 ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 27 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები