წვდომის მენიუ

მარტი 07, 2017 15:15

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (ITU) IDI-ს დათვლის ახალი მეთოდოლოგია დაამტკიცა

ჟენევაში, მიმდინარე წლის 1-3 მარტს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო  კავშირის (ITU) სატელეკომუნიკაციო/ICT და შინამეურნეობების ინდიკატორების ექსპერტების (EGTI/EGH) რიგგარეშე შეხვედრა შედგა,  რომელმაც IDI-ს (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინდექსის განვითარება) დათვლის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა და დაამტკიცა. ექპერტთა შეხვედრას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი რატი სხირტლაძე თავმჯდომარეობდა.

IDI (ICT Development Index) გამოიყენება ქვეყნების ICT (ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგია) განვითარების შესაფასებლად და განსაზღვრავს ქვეყნის ICT განვითარების რეიტინგს მსოფლიო მასშტაბით. ქვეყნების მიხედვით IDI-ს მნიშვნელობებს ITU ყოველწლიურად აქვეყნებს. გასული პერიოდის მონაცემების შესაბამისად, ყველაზე მაღალი რეიტინგი სამხრეთ კორეას აქვს, მას მოსდევს დანია და ისლანდია. საქართველო აღნიშნულ სიაში 78-ე ადგილს იკავებს.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო  კავშირი (ITU) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტოა. მისი ერთერთი ფუნქცია სატელეკომუნიკაციო სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დადგენაა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები