ოქტომბერი 23, 2014 19:02

საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანებას (ITU) ახალი თავმჯდომარე ყავს

23 ოქტომბერს საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ITU-ს ჰუალინ ჟაო უხელმძღვანელებს.

კორეის რესპუბლიკაში ქალაქ ბუსანში მიმდინარე პლენარულ კონფერენციაზე (20 ოქტომბერი - 7 ნოემბერი) ასევე აირჩევა საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) თავმჯდომარის მოადგილე და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

ITU-ს პლენარულ კონფერენციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი და კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რატი სხირტლაძე ესწრებიან. ასევე, კონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის, ინფოკუმუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე და სსიპ „საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების“ ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე ესწრებიან.

საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ახალი თავმჯდომარის ჰუალინ ჟაოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://www.itu.int/en/plenipotentiary/2014/Pages/results.aspx#sg

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები