ივლისი 18, 2014 12:05

საერთაშორისო ზარების საქართველოში განხორციელებაზე ზღვრული ტარიფის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის (ზარის განხორციელების) ახალი ქვედა ზღვრული ტარიფის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით  დაიწყო.

დღეს არსებული ტარიფი 2014 წლის 1 აგვისტომდეა ძალაში და  მობილურ ქსელში საზღვარგარეთიდან შემომავალი ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი (კავშირის განხორციელება) 10 აშშ ცენტს შეადგენს, ხოლო ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი 5 აშშ ცენტია.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის  15 აგვისტოს 16.00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები