ივლისი 05, 2013

საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსი გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ვარსკის“ საინფორმაციო-საცნობარო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად, 118-06, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მიენიჭა.

შპს „ვარსკიმ“ სატელეფონო ნომრით - 118-06 საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება შემდეგი პირობებით უნდა განახორციელოს:  კომპანიის მომსახურება აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყო კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში, ასევე, კომპანია უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული, თუ კომპანია კერძო პირის პერსონალურ ინფორმაციის გასცემს მესამე პირზე, ამ შემთხვევაში შპს „ვარსკის“ ეს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჰქონდეს მოპოვებული (კერძო პირის უშუალო თანხმობა მესამე პირზე პერსონალური ინფორმაციის გადაცემის შესახებ) და ბოლოს, კომპანიამ აღნიშნული ნუმერაციის რესურსით (118-06) მხოლოდ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება უნდა შესთავაზოს აბონენტებს.

შპს „ვარსკიმ“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება უფასოდ და უვადოდ მიიღო, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნათა დაცვის პირობით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები