ივნისი 03, 2011

საკაბელო მაუწყებელს არამართლზომიერი რეტრანსლირებისთვის გაფრთხილება მიეცა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისამ დღეს გამართულ სხდომაზე საკაბელო–სატრანზიტო მაუწყებელი ი. მ. „ზურაბ მამუკელაშვილი“ იგივე „ატენი ტივი“ გააფრთხილა.

კომპანია საკუთარი საკაბელო ქსელით ყოველგვარი უფლების გარეშე  შემდეგი არხების რეტრანსლირებას ახდენდა: „National Geographic“, “English Club”, “Euro Sport” და “CNN”.

კომისიაში გამართულ სხდომას, ი. მ. „ზურაბ მამუკელაშვილი“ თავად ესწრებოდა, რომელმაც მხოლოდ ერთი არხის, “Euro Sport”–ის რეტრანლირების ნებართვის წარმოდგენა შეძლო. კომპანიის ხელმძღვანელმა  სხდომაზე დარღვევები აღიარა.

კომისიამ ყველა მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ი. მ. „ზურაბ მამუკელაშვილი“ –ს სანქცირების  გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიას დაევალა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ გათიშოს „National Geographic“, “English Club” და “CNN”–ს არამართლზომიერი რეტრანსლირება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები