დეკემბერი 23, 2011

საკაბელო მაუწყებლობის ახალი ლიცენზია გაიცა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ჯი–ემ–სი“–მ  საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

სამაუწყებლო ლიცენზიის სახეობაა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.

კომპანია მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს ერთი თვის ვადაში.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები