ივლისი 01, 2011

საკაბელო ოპერატორი „ჯი. ენ ენ–ი“ დაჯარიმდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საკაბელო ოპერატორ „ჯი.ენ.ენ–ს“ სანქცია დააკისრა.

კომპანია საკუთარი საკაბელო ქსელით ყოველგვარი უფლების გარეშე  ტელეარხ „ფუტბოლზე“ არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის არამართლზომიერ რეტრანსლირებას ახორციელებდა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაარკვია, რომ ზემოთ ხსენებული ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიური უფლება კომპანია „GMG“-ს აქვს მოპოვებული და შესაბამისი ხელშეკრულებაც წარმოდგენილია კომისიაში. მართალია, კომპანია „ჯი.ენ.ენ–საც“ ტელეარხ „ფუტბოლის“  გადაცემის ნებართვა მოპოვებული ჰქონდა და კომისიაშიც წარმოდგენილი, თუმცა ოპერატორი ვალდებული იყო დაეცვა საავტორო და მომიჯნავე უფლებები და არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატი არ გაეშვა საკუთარ საკაბელო ქსელში.

სხდომაზე, საკუთარი პოზიცია საკაბელო ოპერატორის „ჯი.ენ.ენ–ს“ წარმომადგენელმა, ასევე კომპანია „GMG“-ს იურისტმაც დააფიქსირა. ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ საქართველოს კომუნიკცაიების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ოპერატორ, „ჯი.ენ.ენ–ის“ სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო და ჯარიმის სახით 9 029 ლარის და 36 თეთრის  გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები