წვდომის მენიუ

თებერვალი 10, 2016 14:52

საკონსულტაციო დოკუმენტი - სტანდარტის პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ევროპის სატელეკომუნიკაციო ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, კომისიის ვებ-გვერდზე (http://www.gncc.ge/ge/regulation/standardization-and-certification/etsi-standartebis-proeqtebi) გამოქვეყნდა ახალი სტანდარტის (Draft ETSI EN 302 064 v2.1.0 – „უსადენო ვიდეო არხები, მოქმედი 1,3 გჰც-დან 50 გჰც სიხშირულ ზოლში“) პროექტი.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს კომისიაში კომენტარები აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლებიც გადაიგზავნება ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ევროპული ინსტიტუტი და გათვალისწინებული იქნება სტანდარტების დამუშავების პროცესში.

გთხოვთ, იხილოთ გამოქვეყნებული სტანდარტის პროექტი და მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი კომენტარები ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის  მისამართებზე: post@gncc.ge და mgogilashvili@gncc.ge

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები