წვდომის მენიუ

თებერვალი 19, 2016 15:15

საკონსულტაციო დოკუმენტი - სტანდარტის პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ევროპის სატელეკომუნიკაციო ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში კომისიის ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/regulation/standardization-and-certification/etsi-standartebis-proeqtebi)  გამოქვეყნდა ახალი სტანდარტის („Draft ETSI EN 301 473 v2.1.0 (2016-02), თანამგზავრული მიწისზედა სადგურები და სისტემები; ჰარმონიზებული სტანდარტი ხომალდების მიწისზედა სადგურებისთვის 3 გჰც სიხშირულ დიაპაზონამდე, რომელიც უზრუნველყოფს საავიაციო მობილურ თანამგზავრულ სერვისს/მობილურ თანამგზავრულ სერვისს და/ან საავიაციო მობილურ თანამგზავრულ სამარშრუტო სერვისს/მობილურ თანამგზავრულ სერვისს; სტანდარტი მოიცავს 2014/53/EU დირექტივის 3.2 მუხლის არსებით მოთხოვნებს“) პროექტი.
ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს კომისიაში კომენტარები აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლებიც გადაიგზავნება ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ევროპულ ინსტიტუტში და გათვალისწინებული იქნება სტანდარტების დამუშავების პროცესში.
გთხოვთ, იხილოთ გამოქვეყნებული სტანდარტის პროექტი და მომდევნო სამი კვირის განმავლობაში წარმოგვიდგინოთ თქვენი კომენტარები ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის  მისამართებზე: post@gncc.ge და mgogilashvili@gncc.ge.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები