წვდომის მენიუ

სექტემბერი 26, 2016 18:01

„სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სამაუწყებლო ბადეში  პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე დაიწყო.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანხმადაც, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსონ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად,  2016 წლის პირველ ნოემბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესი უნდა დაამტკიცოს.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 24 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება, სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები