წვდომის მენიუ

ნოემბერი 03, 2016 14:59

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღება დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში   ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი შპს „სინათლის ფონდის“, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ და ააიპ ახალქალაქის რადიოტელევიზიის საზოგადოებრივმა კომპანია „ევრიკის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება 2016 წლის 2 ნოემბრის 19:00 საათამდე მიმდინარეობდა, საკონკურსო განაცხადი მხოლოდ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ წარმოადგინა.

კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 4 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა ამავე წლის 5 დეკემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, კონკურსში გამარჯვებული 8 დეკემბერს 13:00 საათზე გამოვლინდება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები