წვდომის მენიუ

სექტემბერი 30, 2016 13:02

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში   ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი შპს „სინათლის ფონდის“, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ და ააიპ ახალქალაქის რადიოტელევიზიის საზოგადოებრივმა კომპანია „ევრიკის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.

საქართვველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვების  წერილობითი ფორმით მიღება და პასუხების  გამოქვეყნება 2016 წლის 18 ოქტომბერის 19:00 საათამდე გაგრძელდება, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება 2016 წლის პირველი ნოემბრის 19:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 4 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა ამავე წლის 5დეკემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, კონკურსში გამარჯვებული 8 დეკემბერს 13:00 საათზე გამოვლინდება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები