აგვისტო 13, 2012

სამი ახალი მაუწყებელი დარეგისტრირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია სამმა კომპანიამ გაიარა.შპს „ჯი–დი–ეს თი–ვი“-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად გაიარა ავტორიზაცია, მაუწყებლობის სახე სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა იქნება. გეოგრაფიული არეალი საქართველო და მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი. შპს „მეცხრე არხი ინფო“-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად გაიარა ავტორიზაცია, მაუწყებლობის სახე, ამ შემთხვევაში იქნება საერთო მაუწყებლობა. გეოგრაფიული არეალი  საქართველოს ტერიტორია და მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.შპს „Altervision TV“-ც საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის  ავტორიზაციის მფლობელი გახდა, მაუწყებლობის სახე სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა იქნება. გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა და მაუწყებლობის ხანგრძლივობად 24 საათი განისაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები