წვდომის მენიუ

თებერვალი 19, 2016 16:42

საქარათველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს „კავკასიის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ და შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით ხელს შეუწყობენ ტელეკომუნიკაციების დარგში მომავალი თაობების აღზრდას, პრაქტიკული ცოდნის მიღებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

მხარეები, ასევე თანხმდებიან კომისიის ტელეკომუნიკაციების დარგის სპეციალისტთა მონაწილეობაზე საჯარო ლექციების და დისკუსიების პროცესში. სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული გამოცდილების მიღება - მათ კომისიის რადიმონიტორინგის სადგურების ფუნქციონირებაზე დაკვირვების, ასევე კომისიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ შპს „კავკასიის უნივერსიტეტში“ ტელეკომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამა გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი 2015 წელს ჩაირიცხა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები