წვდომის მენიუ

მარტი 17, 2016 14:40

საქართველო ევროპის აუდიოვიზუალურ ობზერვატორიის წევრი გახდა

საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობზერვატორიის წევრი გახდა (www.obs.coe.int), ორგანიზაციაში ქვეყანას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს. ობზერვატორია არის ევროპის საბჭოს ნაწილი, რომელიც შეიქმნა 1992 წელს. მისი მიზანია ევროპის აუდიოვიზუალური ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება. ობზერვატორია უზრუნველყოფს ინფორმაციას ევროპის აუდიოვიზუალური ბაზრებისა და მათი დაფინანსების თაობაზე; იგი აანალიზებს და ამზადებს ანგარიშებს იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორებზე. ობზერვატორიის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ფილმები, მაუწყებლობა, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მომსახურება და სხვა. ევროპის აუდიოვიზუალურ ობზერვატორიაში გაწევრიანება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და აუდიოვიზუალური სექტორის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე, აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენს მუშაობას ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების, კერძოდ - აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის N2010/13/EU დირექტივის დანერგვასა და შემდგომ განხორციელებაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები