ნოემბერი 17, 2014 16:05

საქართველო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მაღალი დონის სიმპოზიუმს WTIS-2014-ს მასპინძლობს

საქართველოს მთავრობა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ა.წ 24-26 ნოემბერს მსოფლიო ტელეკომუნიკაციების/ICT ინდიკატორების სიმპოზიუმს  - WTIS-2014-ს უმასპინძლებს.

მსოფლიო ტელეკომუნიკაციების/ICT ინდიკატორების სიმპოზიუმი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ორგანიზებით ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო ფორუმს ტელეკომუნიკაციების/ICT სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის თემაზე.

სიმპუზიუმზე დასასწრებად საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მრავალათეული წევრი ქვეყნის დელეგატი ეწვევა. სტუმრებს შორის იქნებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოების და სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის თანამდებობის პირები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტელესაკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენელები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებას WTIS-2014-ს ფარგლებში განსახილველი საკითხების და ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მედიის საშუალებით პერიოდულად მიაწვდის.

ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედია საშუალებებმა აკრედიტაცია შემდეგი ელექტრონული მისამართის საშუელბით უნდა გაიარონ: pr@gncc.ge

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები