ნოემბერი 25, 2014 14:06

საქართველო ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) აქვეყნებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ყოველწლიურ მსოფლიო მონაცემებს და ქვეყნების რეიტინგს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის მიხედვით

დანია პირველ ადგილზეა მსოფლიო საინფორმაციო-საკომუნიკაციო განვითარების ინდექსით

ჟენევა, 2014 წ. 24 ნოემბერი – ამჟამად სამ მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლოს საკომუნიკაციო მომსახურებით და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ზრდა აქტიურად გრძელდება  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის წამყვანი ყოველწლიური ანგარიშის -საინფორმაციო საზოგადოების გაზომვის თანახმად.

აღნიშნული ანგარიში აღიარებულია როგორც გლობალური მონაცემების ყველაზე საიმედო და მიუკერძოებელი საცავი მსოფლიოში და გლობალური საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო განვითარების ანალიზი, რომელიც დიდი ნდობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მთავრობების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის ანალიტიკოსების მიერ.

უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2014 წელს ინტერნეტის მოხმარება განაგრძობს სტაბილურ ზრდას 6.6%-ით მსოფლიოს მასშტაბით (3.3% განვითარებულ ქვეყნებში, 8.7% განვითარებად სამყაროში). ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი განვითარებად ქვეყნებში გაორმაგდა ხუთი წლის განმავლობაში (2009-2014) და ამჟამად ინტერნეტით მოსარგებლე ადამიანების ორი მესამედი განვითარებად სამყაროში ცხოვრობს.

4.3 მილიარდი ადამიანიდან, რომლებიც ჯერ ისევ არ სარგებლობენ ინტერნეტით,  90 % განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. ინტერნეტში ყველაზე ნაკლებად ჩართულ (LCCs) მსოფლიოს 42 ქვეყანაში, სადაც 2.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კვლავ ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, მეტწილად აღნიშნული ქვეყნების მრავალრიცხოვანი სოფლის მოსახლეობისათვის.

„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მსოფლიოს გაუმჯობესების დიდი პოტენციალი გააჩნია - განსაკუთრებით მისი ყველაზე ღარიბი და უუფლებო ნაწილის, მათ შორის ქალების, ახალგაზრდების და უნარშეზღუდულებისთვის“  განაცხადა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის გენერალურმა მდივანმა დოქტორმა ჰამადუნ ტურემ. “ ეს მნიშვნელოვანი ანგარიში მსოფლიო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პროცესის გადამწყვეტი ნაწილია. გაზომვის გარეშე ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ პროგრესს, ამიტომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი აგროვებს მონაცემებს 200 ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 100-ზე მეტი ინდიკატორის  შესახებ.”

ანგარიშის შესაფებით მობილური კავშირის სეგმენტს 2014 წელს შვიდი მილიარდი მობილური აბონენტი ეყოლება, რაც დაახლოებით მსოფლიოს მთლიან მოსახლეობას შეესაბამება. მაგრამ ანგარიში გვაფრთხილებს, რომ ეს არ ნიშნავს ყველას ჩართულობას; ამის ნაცვლად, მრავალი მომხმარებელი სარგებლობს რამდენიმე სააბონენტო მომსახურებით და გლობალური ზრდის სტატისტიკა ზოგჯერ არ ასახავს პირამიდის ძირში მყოფი ადამიანების კავშირის დონის რეალურ გაუმჯობესებას. მსოფლიოში 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ ისევ არ არის ხელმისაწვდომი მობილური კავშირი. 

იმედის მომცემია, რომ ანგარიშში აღნიშნულია საერთაშორისო ინტერნეტ სიჩქარის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ღარიბ ქვეყნებში. განვითარებადი ქვეყნების წილი სრულ გლობალურ საერთაშორისო ინტერნეტ სიჩქარეებში 2004 წ.-ს არსებული 9%-დან დღეს არსებულ 30 %-მდე გაიზარდა.  მაგრამ ინტერნეტში ყველაზე ნაკლებად ჩართულ მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ინტერნეტ სიჩქარის არარსებობა ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან ბარიერად რჩება  საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების საკითხში და ხშირად ზღუდავს ინტერნეტ კავშირის ხარისხს.

“ზუსტად ასეთ ღარიბ, სოფლის ტერიტორიებზე ახდენს საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები ყველაზე მეტ ზემოქმედებას. აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი ახალი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDGs) ბევრი ინდიკატორი სერიოზულ კავშირშია საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსთან (IDI), კერძოდ კი სიღარიბის შემცირებასთან და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ინდიკატორებთან. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების წინსვლა ათასწლეულის განვითარების ზოგიერთი მიზნის მიღწევის წინსვლას უკავშირდება. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი უკვე დიდი ხანია საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების როგორც სოციო-ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედის მტკიცე დამცველს წარმოადგენს “ აღნიშნა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის სატელეკომუნიკაციო განვითარების ბიუროს დირექტორმა ბრაჰიმა სანუმ.  აღნიშნულ ანგარიშს სატელეკომუნიკაციო განვითარების ბიურო ამზადებს.

ქვეყნების რეიტინგი  ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში

დანიამ პირველი ადგილი დაიკავა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსით (IDI)*, რომელიც რთულ გაზომვას წარმოადგენს და ადგენს 166 ქვეყნის რეიტინგს  მათი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის, გამოყენების და უნარების შესაბამისად (ცხრილი 1). მეორე ადგილზეა კორეის რესპუბლიკა.

საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსით 30 მოწინავე ქვეყანას შორის არიან ევროპის და მსოფლიოს სხვა რეგიონების მაღალშემოსავლიანი ქვეყნები, მათ შორის ავსტრალია, ბაჰრეინის სამეფო, კანადა, იაპონია, მაკაო (ჩინეთი), ახალი ზელანდია, სინგაპური და შეერთებული შტატები. მიმდინარე წელს თითქმის ყველა შესწავლილ ქვეყანაში გაუმჯობესდა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი.

რეგიონალური შედარების კუთხით, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის საშუალო სიდიდე ევროპაში - 7.14, ჯერ ისევ ბევრად უსწრებს მომდევნო ყველაზე წარმატებულ რეგიონს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას („დსთ“ -5.33), შემდეგ მოდის ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა (4.86), აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი (4.57) და აფრიკა 2.31.  

გასული 12 თვის მანძილზე „დსთ“-მ და არაბულმა სახელმწიფოებმა რეგიონალური საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის ყველაზე მეტი წინსვლა აჩვენეს.

დინამიური სუბიექტები

ანგარიში განსაზღვრავს „ყველაზე დინამიური ქვეყნების“ ჯგუფს, რომლებმაც ბოლო 12 თვის მანძილზე საშუალოზე მეტად გააუმჯობესეს საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის რეიტინგი. მათ შორისაა (იწყება ყველაზე მაღალრეიტინგულით): არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფიჯი, კაბო ვერდე, ტაილანდი, ომანი, კატარი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო.

საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის მნიშვნელობები განვითარებულ სამყაროში განვითარებად ქვეყნებთან შედარებით ორჯერ მაღალია.

ინტერნეტ კავშირი ოჯახსა და თემში

წლის ბოლოს მსოფლიოს ოჯახების თითქმის 44%-ს ექნება ინტერნეტ კავშირი შინ, რაც გასული წლის 40%-თან და 2010 წლის 30%-თან შედარებით გაზრდილი მაჩვენებლია. განვითარებულ სამყაროში ამჟამად ოჯახების 78%-ს გააჩნია ინტერნეტ კავშირი შინ, განვითარებად ქვეყნებში ეს ციფრი 30%-ს, ხოლო გაეროს წევრ 48 ყველაზე ნაკლებ განვითარებულ ქვეყანაში მხოლოდ 5 %-ს შეადგენს.

გასული ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტ კავშირი სკოლებში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა. განვითარებულ ქვეყნებში სკოლების დიდ უმრავლესობას ფართოზოლოვანი მომსახურება (სწრაფი ინტერნეტი) გააჩნია, ხოლო მრავალმა ინდუსტრიულმა ქვეყანამ უკვე მიაღწია სკოლების 100%-იან კავშირს. მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს განვითარებადმა ქვეყნებმა, თუმცა კავშირის დონე ძალიან განსხვავებულია არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიბლიოთეკების და ფოსტების საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიწოდების პუნქტებად ფუნქციონირების პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფოსტების მხოლოდ 10% ახორციელებს საზოგადოებრივ ინტერნეტ კავშირს, თუმცა მათ დაახლოებით 20%-ს გააჩნია ბროდბენდ ინტერნეტ კავშირი. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონათესავე გაეროს უწყების, საყოველთაო საფოსტო კავშირის მონაცემებით, თუ 45%-მდე გაიზრდება ისეთი ფოსტების რიცხვი, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერნეტ კავშირს ახორციელებენ, უზრუნველყოფილი იქნება სოფლის ტერიტორიების ერთი მესამედის ინტერნეტ კავშირი.

ქალაქის და სოფლის გამიჯვნის ზრდა

საინფორმაციო საზოგადოების გაზომვის 2014 წლის ანგარიში ასევე გვაფრთხილებს ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავების ზრდის შესახებ, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი. ეს განსხვავება ყველაზე მცირეა ყველაზე მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მაგალითად იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში, სადაც ოჯახების მიერ ინტერნეტის წვდომის ხარისხი ქალაქში მხოლოდ 4%-ით მაღალია სოფელთან შედარებით. მაგრამ განსხვავება 35%-მდე იზრდება ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა კოლუმბია და მაროკო და კიდევ უფრო იზრდება უფრო ღარიბ ქვეყნებში, სადაც მონაცემები იშვიათად არის ხელმისაწვდომი.

ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში ინტერნეტ კავშირი სოფლად გაცილებით უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ქალაქში და სოფლის ტერიტორიების ბროდბენდ ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა ყველა ქვეყნის პოლიტიკოსთა ძირითად პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

საბაზრო კონკურენცია და ფინანსური ხელმისაწვდომობა

ბროდბენდის ფასები კვლავ ეცემა; 2008-2013 წლებში საწყისი დონის ფიქსირებული ბროდბენდის ფასები მსოფლიოს მასშტაბით 70%-ით დაეცა. იმავე პერიოდში სტანდარტული საწყისი დონის ბროდბენდის სიჩქარე 256კბ/წმ-დან 1მბ/წმ-დე გაიზარდა.

განვითარებად ქვეყნებში დაფიქსირდა ფასების ყველაზე მკვეთრი ვარდნა, საშუალოდ წელიწადში 20%-ით. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილში ფიქსირებული ბროდბენდის სააბონენტო გადასახადი სულზე სრული შიდა პროდუქტის 5%-ს აღემატება, რაც ციფრული განვითარებისთვის გაეროს ფართო დიაპაზონის კომისიის მიერ დადგენილი ფინანსური ხელმისაწვდომობის მიზანს წარმოადგენს (affordability target set by the UN Broadband Commission for Digital Development). ანგარიში ასევე ადგენს, რომ მობილური ბროდბენდი ექვსჯერ უფრო ხელმისაწვდომია განვითარებულ ქვეყნებში განვითარებად სამყაროსთან შედარებით.

ფინანსურად ხელმისაწვდომი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომსახურების განვითარების ძირითად მამოძრავებელ ძალად ანგარიშში საბაზრო კონკურენცია და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების რეგულაციების მოწინავე გამოცდილება სახელდება; აღნიშნულ ანგარიშში მოცემული ახალი ანალიზის თანახმად, ფიქსირებული ბროდბენდ ინტერნეტის ფასები დაახლოებით 10%-ით შეიძლება შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ განვითარებად ქვეყნებში გაუმჯობესდება კონკურენცია და მარეგულირებელი ჩარჩო.

შემოსავლების თანასწორობის ახალი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ოჯახების შემოსავლისა და ხარჯების უთანასწორობა ქვეყნებში დიდ გავლენას ახდენს ფიქსირებული ბროდბენდის მომსახურებებზე. ისლანდიაში ფიქსირდება ყველაზე მცირე განსხვავება და საწყისი დონის ფიქსირებული ბროდბენდი მოსახლეობის უმდიდრესი 20%-თვის მხოლოდ 3.5-ჯერ უფრო ხელმისაწვდომია. ჯაჭვის მეორე ბოლოში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბოლივია, ბრაზილია, კოლუმბია, ჰონდურასი და სამხრეთ აფრიკა, ფასები მდიდარი 20%-თვის ღარიბ 20%-თან შედარებით 20-ჯერ და მეტად ხელმისაწვდომია.

„მსხვილი მონაცემების“ პოტენციალი

წლევანდელი ანგარიში განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მოწყობილობებისა და პროგრამებისგან მიღებული „მსხვილი მონაცემების“ გამოყენებაზე საზოგადოებრივი მომსახურების, მაგალითად ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს მართვის გაუმჯობესების მიზნით, რადგან ადამიანის საქმიანობის ციფრულ ფორმატში გადაყვანის ზრდა დიდი რაოდენობით სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საშუალებას იძლევა.

საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომსახურების მრეწველობიდან მიღებული დიდი რაოდენობით მონაცემები უკვე გამოიყენება საზოგადოებრივი პოლიტიკის შესაბამისობის ფართომასშტაბიანი ანალიზის განსახორციელებლად, როგორიცაა, მაგალითად შემოსავლის დონის უთანასწორობის ასახვა (უჯრედი 5.1). მომავალში დიდი რაოდენობით მონაცემების შეგროვებამ ასევე შესაძლოა მოგვაწოდოს საინფორმაციო საზოგადოების ანალიზისთვის საჭირო ინფორმაცია, მაგალითად მობილური აბონენტების შესახებ ინფორმაციიის მიღება მობილობის სპეციფიკისა და სხვადასხვა სახის მომსახურების გამოყენების ანალიზის მიზნით.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი თანამშრომლობს გაერთიანებული ერების სტატისტიკის კომისიასთან (UNSC) და სტატისტიკის ეროვნულ ბიუროებთან მსხვილი მონაცემების სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გასაუმჯობესებლად გამოყენების გზების განსაზღვრის მიზნით.

ინტერნეტ-გვერდების შინაარსი

ინტერნეტის მომხმარებელთა სტაბილური ზრდა აისახა ინტერნეტ-გვერდების შინაარსის მოცულობის მკვეთრ ზრდაზე. სოციალური მედიის პროგრამები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ინტერნეტის მოხმარების სტიმულირების კუთხით როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ქმნის, აზიარებს და ტვირთავს მონაცემებს სოციალურ საიტებზე.

ანგარიშის თანახმად გლობალური შინაარსის უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე გიგანტი ჩამოყალიბდა. მაგალითად წუთში 100 სთ-ზე მეტი მოცულობის ვიდეო მასალა იტვირთება „YouTube“-ზე, რომელიც ამჟამად ვიდეო ჩანაწერების მიმოცვლის მსოფლიოში უმსხვილეს მომსახურებას წარმოადგენს, უზრუნველყოფს 61 ქვეყნის მომსახურებას და თვეში ერთ მილიარდზე მეტ სხვადასხვა მომხმარებელს იღებს. ვიკიპედია კი, რომელიც უმსხვილეს და ყველაზე ფართო მოხმარების ინტერნეტ ენციკლოპედიას წარმოადგენს, ამჟამად 30 მილიონზე მეტ სტატიას ითვლის 287 ენაზე.

ინტერნეტ გვერდების შინაარსის შექმნის მხრივ განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ. 2013 წელს განხორციელებული ახალი დომენის სახელის რეგისტრაციის 80% განვითარებულ სამყაროზე მოდის, ხოლო რეგისტრაციების რაოდენობა აფრიკაში 1%-ზე ნაკლებია.

*შენიშვნა რედაქტორებისთვის:

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი აღიარებულია მთავრობების, გაეროს სააგენტოებისა და კერძო სექტორის მიერ, როგორც საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფოების დონეზე ზოგადი განვითარების ყველაზე ზუსტი და მიუკერძოებელი საზომი. იგი ერთიან საზომში აერთიანებს 11 ინდიკატორს, რომლის გამოყენებაც შედარების ინსტრუმენტად არის შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სახელმწიფოების და რეგიონალურ დონეებზე, ასევე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების წინსვლის განსაზღვრის მიზნით დროსთან მიმართებაში.  ის ზომავს საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, უნარების გამოყენებას და მოიცავს ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა მობილური აბონენტები, კომპიუტერის მქონე ოჯახები, ინტერნეტ მომხმარებლები, ფიქსირებული და მობილური ბროდბენდის ინტერნეტ აბონენტები და საბაზისო ცოდნის დონე.

დამატებითი ინფორმაციისთვის და მიმდინარე წლის ანგარიშის სტატისტიკური  ცხრილების სანახავად ესტუმრეთ WTIS Newsroom here.

საინფორმაციო საზოგადოების გაზომვის 2014 წლის ანგარიშის შემაჯამებელი რეზიუმე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :www.itu.int/go/mis2014

ჟურნალისტები, რომლებსაც სურთ მთლიანი ანგარიშის უფასო ასლის მიღება PDF ფორმატში, უნდა დაუკავშირდნენ სანჯაი აჩარიას საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის  პრეს-სამსახურის ელექტრონულ მსამართზე sanjay.acharya@itu.int.

ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია ფაუერფოინთის ფორმატში ბმულზე: www.itu.int/go/mis2014

ჩამოტვირთეთ საწყისის ფოტოები და სურათები  ბმულზე: www.flickr.com/photos/itupictures/collections/72157631727644317/

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო/საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდიკატორების სიმპოზიუმის შესახებ ნიუსრუმში (WTIS Newsroom).

მონაწილეობა მიიღეთ დისკუსიაში „Twitter“ზე: #ITUdata

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის სრული სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე www.itu.int/en/ITU-D/statistics

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ჟენევა:

სანჯაი აჩარია მედიასთან ურთიერთობის და საჯარო ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელი ტელელფონი: +41 22 730 5046 მობილური: +41 79 249 4861 ელექტრონული ფოსტა: sanjay.acharya@itu.int

თბილისი:

მონიკა ალბერტინი

კომუნიკაციების ოფიცერი, BDT ტელელფონი: +41 22 730 5317 მობილური: +41 79 808 6065

ელექტრონული ფოსტა: monica.albertini@itu.int შემოგვიერთდით ფეისბუქზე: www.itu.int/facebook

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის შესახებ

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვან სააგენტოს წარმოადგენს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკითხებში.  თითქმის 150 წელია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი ახდენს მსოფლიოში რადიოსიხშირეების სპექტრით სარგებლობის კოორდინირებას, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას სატელიტური ორბიტების განსაზღვრის საკითხში, მუშაობს განვითარებად სამყაროში საკომუნიკაციო ინფრასტურქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, და ქმნის რიგი საკომუნიკაციო სისტემების შეუფერხებელი კავშირის დამკვიდრების მსოფლიო სტანდარტებს. ბროდბენდის ქსელებით თუ ახალი თაობის უკაბელო ტექნოლოგიებით, საავიაციო და საზღვაო ნავიგაცით, რადიო ასტრონომიით, სატელიტური მეტეოროლოგიით და ფიქსირებულ-მობილური ტელეფონების, ინტერნეტის და სამაუწყებლო ტექნოლოგიების დაახლოებით საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი ხელს უწყობს მსოფლიო კავშირს. www.itu.int

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები