ივლისი 13, 2011

საქართველოს კომუიკაციების ეროვნულ კომისიაში IREX–ის და USAID–ის ორგანიზებით სამდღიანი სემინარი გაიმართა

 

 

დღეს დასრულდა IREX–ის  და USAID–ის მიერ ორგანიზებული სამდღიანი სემინარი. დასკვნითი შეხვედრა სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გაიმართა. მრგავი მაგიდის ფორმატის დისკუსიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, IREX–ის, USAID–ის, „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“, „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, აგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას (G-MEDIA)“, და ასევე, მედია ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებამ „საერთო და ციფრული ტელევიზია: ცვლილებები საქართველოში“ თემაზე იმსჯელა.

სამდღიანი სემინარის ფარგლებში პირველი ორი დღე შეხვედრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა. IREX–ის  და USAID–ის წარმომედგენლები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს, კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენეტების ხელმძრვანელებს და კომისიის აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვერდებზე განხილულ იქნა ინტერნეტ რეგულაცია, საავტორო და მომიჯნავე უფლებები დაცვა ინტერნეტ ქსელში, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და რეკლამის რეგულირების მეთოდები. გარდა ამისა, მხარეები ასევე, შეეხნენ შემდეგ საკითხებს სამაუწყებლო ლიცენზიები, მათ შორის ინტერნეტ ტელევიზია, საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობა, ასევე, ციფრული მაუწყებლობა და ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენა – დასავლური პერსპექტივა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები