წვდომის მენიუ

თებერვალი 07, 2017 18:36

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის თანმშრომლობის მემორანდუმი ფორმდება

2017 წლის 8 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

დოკუმენტის ხელმოწერით მხაეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურად წარმართვისა და კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით ითანამშრომლებენ, მხარეთა ექსპერტებს შორის შეხვედრები და კონსულტაციები ორმხრივი ინტერესის სფეროს საკითხებთან და ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ასევე, სააგენტოს და კომისიის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფები კონკურენციის დარღვევის შემთხვევებს შეისწავლიან.

უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს ერთი მხრივ, საქართველოს კონკურენციის სააგენტო თავმჯდომარე ნოდარ ხადური და მეორე მხრივ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე  ვახტანგ აბაშიძე მოაწერენ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები