მარტი 01, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონი გაიმართა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი ჩატარდა.

აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია”-მ მიიღო, რომელმაც ლიცენზია 1,678.40  ლარად შეიძინა. კომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრი ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის უნდა გამოიყენოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონი სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ განცხადების საფუძველზე 2013 წლის 25 იანვარს გამოაცხადა, საბუთების მიღება კი 2013 წლის 11 თებერვლის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები