წვდომის მენიუ

სექტემბერი 07, 2018 11:34

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ გახსნა, რომელმაც ლიეტუველ, პოლონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად პროექტის მესამე საანგარიშო პერიოდი შეაფასა და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებისა და ამოცანების განხორციელებაში დაძმობილების პროექტის როლზე ისაუბრა.

შეხვედრას ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა (EUD) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწერებოდნენ.

დაძმობილების პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, რომლის მიზანია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ჩარჩო კანონმდებლობის სიღრმისეული მიმოხილვა, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში შესაბამისი ბაზრების დადგენა, ფართოზოლოვანი მომსახურებების შესაბამისი საკანონმდებლო მიდგომის განსაზღვრა და უნივერსალური მომსახურების დანერგვის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ლიეტუვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT), გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს (BMWi), პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისისა (UKE) და ცენტრალური პროექტის მართვის სააგენტოსთან (CPMA) პარტნიორობით.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები