ივლისი 04, 2015 21:03

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თხოვნით მობილურმა ოპერატორებმა შპს „მაგთიკომმა“, შპს „მობიტელმა“ და შპს „ჯეოსელმა“ საკუთარ აბონენტებს დაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები საქართველოს მთავრობის N723 დადგენილებით განსაზღვრული,  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის სიგნალის გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკის თაოაბზე.

საზოგადოების ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია შპს „მაგთიკომის“ მოკლე ტექსტური შეტყობინების სათაურმა - მთავრობა.  კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს,  რომ მოსახლეობის დამატებით ინფორმირების მიზნით,  მოკლე ტექსტური შეტყობინებები მობილური აბონენტებისთვის დაიგზავნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თხოვნით  და მთავრობას ან რომელიმე სამთავრობო უწყებას შპს „მაგთიკომის“ მოკლე ტექსტსურ შეტყობინებაში დაშვებულ  შეცდომასთან კავშირი არ აქვს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები