მაისი 15, 2015 17:29

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კავშირგაბმულობის სპეციალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  კავშირგაბმულობის სპეციალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 17 მაისს საქართველო კავშირგაბმულობის  პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს.

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ–ერთი ყველაზე კარგად განვითარებული სფეროა და მისი  მაჩვენებელი  პრაქტიკულად არ ჩამორჩება მსოფლიოს სხვა  ქვეყნების განვითარების  დონეს. ყოველივე ეს კი ამ დარგის სპეციალისტების დაუღალავი შრომის შედეგია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიური განვითარების ერაში საზოგადოებაში არსებულ  მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო წარმატებით უზრუნველყოფს.

კომისია კავშირგაბმულობის ყველა სპეციალისტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და გამოხატავს მათდამი ღრმა პატივისცემას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები