ივნისი 09, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლათფორმის (EPRA) წევრი გახდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლათფორმის (EPRA) წევრი ქვეყანა გახდა.

EPRA 1995 წელს დაარსდა და  საქართველოს ჩათვლით, ევროპის 52 ქვეყანას აერთიენებს. ორგანიზაციის მიზანია  წევრ ქვეყნებს შორის დისკუსიების და განხილვების გამართვა მაუწყებლობის შესახებ, ასევე ინფორმაციის გაცვლა ნაციონალური და ევროპული მაუწყებლობის რეგულირების შესახებ და რაც მთავარია, წევრ ქვეყნებში მაუწყებლობის სფეროში საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკული გადაწყვეტილებებზე მსჯელობების ორგანიზება.

EPRA წევრი ქვეყნების შეხვედრები წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე იმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები